Thursday 20 February 2014

დღე მეცხრე

      დღეს მოვახდინეთ ფოლდერების გასუფთავება და ფაილების გადაადგილება, გადავხედეთ სახელმძღვანელოს, ბოლომდე შევავსეთ გეგმის შაბლონი, მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის, შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტები.ამით დავამთავრეთ კიდევ ერთი ტრეინინგი, მეტად საინტერესო და გამოსადეგი პედეგოგებისათვის. მადლობა,მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხათუნას.

Sunday 16 February 2014

დღე მერვე

ვიმუშავეთ მეექვსე–მეშვიდე მოდულზე, შემდეგ ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შექმნა და შეცვლა,ასევე ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილების ბლოგებში ჩაშენება და ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება. ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. თანდათან ვხდები ტექნიკური რევოლუციის პროდუქტის აქტიური მომხმარებელი ( თუ გამომივიდა ).

დღე მეშვიდე

გავეცანით მოსწავლეთა პროექთების შეფასებებს,შემდეგ კი მოვამზადეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. ასევე დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით შესაბამისი ფორმები. საინტერესო იყო და სასარგებლო. წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ.


Sunday 9 February 2014

დღე მეექვსე


 გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს, შემდეგ შევქმენით ჩვენი სავარაუდო ნიმუში, ასევე შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და სასწავლო პროცედურები. მადლობა ხათუნას.

Saturday 8 February 2014

დღე მეხუთე




  დღე მეხუთე: მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციააუდიტორიის წინაშე, რამაც საშუალება მოგვცა თვალნათლივ დაგვენახა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები,მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა. გავეცანით მესამე მოდულს–საავტორო უფლებების დაცვას,განვიხილეთ  და მივიღეთ რჩევები.გავეცანით ბუკმაკებისა და თეგების შექმნის პრინციპებს და შევქმენით საკუთარი. დამთავრდა კიდევ ერთი საინტერესო დღე.

Sunday 2 February 2014



დღე მეოთხე:

დღეს გავეცანი მეორე მოდულის მე–3 აქტივობას, რაც ითვალისწინებდა შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვას, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებს,ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას, მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრას.გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას და შევადგინეთ საკუთარი. მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.  წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ საინტერესო სამყაროში.

Saturday 1 February 2014

მესამე დღე:
ვიმუშავეთ მეორე მოდულის პირველიაქტივობის მეორე ნაბიჯზე,გავეცანით ბლუმის ტაქსონომმით გათვალისწინებულ ზმნებს,რომლებიც დამეხმარა პროექტის მიზნების ჩამოყალიბებაში,გავეცანით კითხვების ტიპებს და მოვახდინეთ მათი კომენტირება