დღეს მოვახდინეთ ფოლდერების გასუფთავება და ფაილების გადაადგილება, გადავხედეთ სახელმძღვანელოს, ბოლომდე შევავსეთ გეგმის შაბლონი, მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის, შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტები.ამით დავამთავრეთ კიდევ ერთი ტრეინინგი, მეტად საინტერესო და გამოსადეგი პედეგოგებისათვის. მადლობა,მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხათუნას.
პროექტების სწავლება და ინტელის გამოყენება სასწავლო პროცესში
Thursday, 20 February 2014
Sunday, 16 February 2014
დღე მერვე
ვიმუშავეთ მეექვსე–მეშვიდე მოდულზე, შემდეგ ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შექმნა და შეცვლა,ასევე ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილების ბლოგებში ჩაშენება და ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება. ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. თანდათან ვხდები ტექნიკური რევოლუციის პროდუქტის აქტიური მომხმარებელი ( თუ გამომივიდა ).
დღე მეშვიდე
გავეცანით მოსწავლეთა პროექთების შეფასებებს,შემდეგ კი მოვამზადეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. ასევე დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით შესაბამისი ფორმები. საინტერესო იყო და სასარგებლო. წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ.
Sunday, 9 February 2014
დღე მეექვსე
გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს, შემდეგ შევქმენით ჩვენი სავარაუდო ნიმუში, ასევე შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და სასწავლო პროცედურები. მადლობა ხათუნას.
Saturday, 8 February 2014
დღე მეხუთე
დღე მეხუთე: მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციააუდიტორიის წინაშე, რამაც საშუალება მოგვცა თვალნათლივ დაგვენახა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები,მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა. გავეცანით მესამე მოდულს–საავტორო უფლებების დაცვას,განვიხილეთ და მივიღეთ რჩევები.გავეცანით ბუკმაკებისა და თეგების შექმნის პრინციპებს და შევქმენით საკუთარი. დამთავრდა კიდევ ერთი საინტერესო დღე.
Sunday, 2 February 2014
დღე მეოთხე:
დღეს გავეცანი მეორე მოდულის მე–3 აქტივობას, რაც ითვალისწინებდა შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვას, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებს,ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას, მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრას.გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას და შევადგინეთ საკუთარი. მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ საინტერესო სამყაროში.
Subscribe to:
Posts (Atom)